რომან გოცირიძე - რატომ უნდა ჰქონდეს პრემიერს ან მთავრობას პრეტენზია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ
რომან გოცირიძე - რატომ უნდა ჰქონდეს  პრემიერს ან მთავრობას პრეტენზია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ

პრემიერ-მინისტრს ვკითხავთ, საქართველოში ამ ერთი წლის განმავლობაში არსებობს თუ არა დარგი,  სადაც ოდნავი წარმატება მაინც იყო, – ეს განცხადება ფრაქცია “ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და ფრაქციის შეხვედრამდე გააკეთა.

მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე საქართველოში არ არსებობს დარგი, სადაც მთავრობამ წარმატებას მიაღწია.

“კვირიკაშვილი და მისი მთავრობა ერთი წლის წინ დავამტკიცეთ. შარშან ანალოგიური პროცესი იყო და ვკითხავთ, ამ ერთი წლის განმავლობაში, არსებობს საქართველოში დარგი, სადაც ოდნავი წარმატება მაინც იყო. არის კრიმინალური ვითარება, გაუარესებული კონსტიტუცია, ლარის ვარდნა, ფასების ზრდა, სიღარიბის მატება, მორღვეული საზღვრები, ტერორისტების შემოსვლა და ლამის ომი თბილისის ცენტრში, ადამიანის უფლებათა შელახვა, თუნდაც აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ყველა სასამართლოს სრული უზურპაცია, კონსტიტუციის მორგებაც კი საკუთარ თავზე. რომელი იყო წარმატება? არც ერთი. რატომ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ამ მთავრობას ან პრემიერს, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. რა თქმა უნდა მხარს არ დავუჭერთ”, – განაცხადა გოცირიძემ.