რომან გოცირიძე - რა პრაიმერიზი, ეს სისულელეა, იძახიან, დატოვეთ პარლამენტიო, რას შემოდიოდი ან სად მიდიხარ, თუ მიდიხარ, დროზე წადი, არ შეგვჭამეს?
რომან გოცირიძე - რა პრაიმერიზი, ეს სისულელეა, იძახიან, დატოვეთ პარლამენტიო, რას შემოდიოდი ან სად მიდიხარ, თუ მიდიხარ, დროზე წადი, არ შეგვჭამეს?

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე არასერიოზულს უწოდებს პრაიმერიზთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ინიციატივას.

გოცირიძის თქმით, ნებისმიერი ევროპული წესია, რომ არჩევნებზე პარტიები ცალკე გადიან, შემდეგ პარლამენტში კოალიციის სახით ერთიანდებიან და მიღებული ხმებით განისაზღვრება, ვთქვათ, ვის რამდენი მინისტრი ეყოლება.

ამავდროულად, რომან გოცირიძე ამბობს, რომ სასაცილოა, როცა ოპოზიციური პარტიები ერთადერთ გამოსავლად პარლამენტის დატოვებას ირჩევენ და არ შეუძლიათ, ამომრჩეველს სხვა რამ შესთავაზონ.

„პრაიმერიზი ნიშნავს, ოპოზიციამ ატაროს არჩევნები, ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ავირჩიოთ პრემიერ-მინისტრი და ჯერ არც კი იცი, იმარჯვებს თუ – არა. რა პრაიმერიზი, ეს სისულელეა. ნებისმიერი ევროპული წესია, რომ არჩევნებზე პარტიები ცალკე გადიან, შემდეგ პარლამენტში ერთიანდებიან კოალიციის სახით და მიღებული ხმებით განისაზღვრება, ვის რამდენი მინისტრი ეყოლება და ა.შ. ეს ყველაფერი არასერიოზული ინიციატივებია.

იძახიან, დატოვეთ პარლამენტი, დატოვეთ პარლამენტი – როცა არ შეგიძლია, ამომრჩეველს სხვა არაფერი შესთავაზო და ერთადერთ გამოსავლად პარლამენტის დატოვებას ირჩევ, ეს სასაცილოა. უკვე კომიკურ ვითარემადე დავიდა, ოპოზიციას აჩენს სუსტად და არასერიოზულად – რას შემოდიოდი ან სად მიდიხარ, თუ მიდიხარ, დროზე წადი, არ შეგვჭამეს?“, – განუცხადა რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს.