რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მადლობა გადაუხადოს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან უკრაინაში კინწისკვრით გავაგდეთ და უკრაინელებიც შეგვეშველნენ
რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მადლობა გადაუხადოს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან უკრაინაში კინწისკვრით გავაგდეთ და უკრაინელებიც შეგვეშველნენ

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მადლობა გადაუხადოს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან უკრაინაში კინწისკვრით გავაგდეთ და უკრაინელებიც შეგვეშველნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ კმაყოლფილია, რომ უკრაინაში დელეგაცია ჩავიდა.

„აქედან ჩვენ ვიყავით, იქიდან ხელში ჩაავლეს, ჩაიყვანეს და ახლა კმაყოფილი არიან, რა კარგია, რომ მრავალპარტიული დელეგაცია ჩავედითო. კარგია, რომ ეს იყო საპარლამენტო დელეგაცია და არა ცალკე ფრაქციები. ტრიუკები ჩაატარეს, რომ თურმე, ტერორისტულ აქტს ვუწყობდით მაღალი თანამდებობის პირს. როგორ შეიძლება, სუს-მა ეს ვინმეს დააბრალოს. ხალხს იმდენად არ სცემენ პატივს, ბრიყვები ჰგონიათ, რომ დაიჯერებენ, კიევში ჩასულ პაპუაშვილს ვინმე ტერაქტს მოუწყობს. ყველანაირად ეცადნენ, რომ ჩვენ არ წავსულიყავით. დაიწყეს ის ინტრიგები, რაც ბოლოს სუს-ის განცხადებით დასრულდა. ასეთი განცხადებების შემდეგ უკრაინაში წასვლა გასაკვირი იქნებოდა. უკრაინაში წასვლას ჩვენ მოვუწოდებდით, მათ შორის პრემიერს, პრეზიდენტს. ამის ინიციატორები ჩვენ ვიყავით. რაც შეეხება ჩვენი პარტიის წევრების უკრაინაში ჩასვლას, ერთი კვირის წინ ხატია დეკანოიძე იყო, შემდეგ სხვები. ჩვენი მხრიდან მუდმივი მიმოსვლა უკრაინაში“, – განაცხადა გოციორიძემ.