რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება

„ქართული ოცნების“ წევრი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, დღეს „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პარტიის წარმომადგენლები ხალხთან შეხვედრებს გეგმავენ.

„ორშაბათიდან ვიწყებთ ჩახუტებას, მოფერებას, გულთან მიტანასა და გაგებით მოკიდებასო. ანუ, მათ უნდათ, ჩახუტებით ხალხს ქოცის ვირუსი გადასცენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. თავი დავიზღვიეთ და დეპუტატი რაც არ უნდა ჩამეხუტოს, ქოცვირუსი არ გადამედება. გაფრთხილებთ, ქოციანობა გადადის არა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტით, არამედ ტელეეკრანებიდან და ზოგიერთი არხი ქოციანობას ასხივებს. გირჩევთ, გამორთოთ და ქართული სტაფილოს წვენით გაიწმინდოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.