რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულაა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიას გარეთ მძლავრი პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულაა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიას გარეთ მძლავრი პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას

„ქართული ოცნების“ დამარცხების ფორმულაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიას გარეთ მძლავრი პოლიტიკური ცენტრი უნდა შეიქმნას, რადგან ეს ორი პარტია დღევანდელი მოცემულობით, გადალახავს 5%-იან ბარიერს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს. ხვდებით, ვისზეა საუბარი, ორი ძველი პარტია უნდა დამთავრდეს, ალტერნატივა ვართ ჩვენ“.

გოცირიძის თქმით, პარტიები ცალ-ცალკე უნდა გაძლიერდნენ.

„ლელოს“ განახლებული შემადგენლობა თუ ამ პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს და შემდეგ მათ დიდ კოალიციაში ვიხილავთ, ეს ოპოზიციურ ფლანგს წაადგება. პოლიტიკური მენტალიტეტი დამოკიდებული არ არის იმაზე, ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. მთავარია მიდგომები და ღირებულებები. ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ვარ, თუმცა თავს 33 წლის პოლიტიკოსად ვგრძნობ. ამიტომ „ლელოს“ განცხადებაში საკრიტიკო არაფერია“, – განაცხადა გოცირიძემ.