რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია
რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია

თუ გახსოვთ, წინა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ რადარებიდან გაქრებაო, მაგრამ რადარებზე ისეთი დიდი სიმძლავრით გამოვჩნდით, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევნებში 800 ათასი ხმა აიღო და რადარები გადაიწვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, გიორგი გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ განადგურებით დაემუქრა.

„ვერ ხვდებიან, რომ განადგურების გზაზე თავად მიდიან, მაგრამ როგორ უნდა მიხვდნენ, როცა მზომავი რადარები გადამწვარი აქვთ. შეფასების კრიტერიუმებიც კი არ აქვთ, ილუზიებში იმყოფებიან. „ქართულ ოცნებაში“ ვერავინ ხვდება, რომ მათი მზის ჩასვენება დაიწყო, რასაც დაისი ჰქვია“, – განაცხადა გოცირიძემ.