რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს, თუ არადა, ამასაც ვნახავთ
რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს, თუ არადა, ამასაც ვნახავთ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს.

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციასაც მიიღებს და პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს. ყველა გაათავისუფლა, დარჩა რურუა, მოუწევს. თუ არადა ამასაც ვნახავთ იმიტომ, რომ დღეს მსოფლიო ძალიან პატარაა. ოლიგარქს აქ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას და ქვეყნის თავის ჭკუით მართვას არავინ აპატიებს. მოუწევს რურუას გათავისუფლება, თუ არადა საკუთარი ფულის დაკარგვა მოუწევს. მის ანგარიშებს და მის აქტივებს დააყადაღებენ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

საქართველოში მოქმედმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და შეწყდეს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება.

დატოვე კომენტარი