რომან გოცირიძე - შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები მაინც და მაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ?
რომან გოცირიძე - შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები მაინც და მაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ?

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო და მისი შესრულების გარეშე შეთანხმება არ არსებობს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით შეთანხმება პაკეტში იყო, სადაც ერთი კონსტიტუციის შეცვლას ითვალისწინებდა, ხოლო მეორე – პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

„ამ მოლაპარაკებას უამრავი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა. როცა ყველა ერთსა და იმავეს ამბობს, რატომ არ უნდა გჯეროდეთ მათი? შიდა სამზარეულოში ნათქვამი ამბები მაინც და მაინც ელჩებმა უნდა გამოიტანონ? პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო და მისი შესრულების გარეშე შეთანხმება არ არსებობს. ამიტომ, ხელისუფლებამ ყველა ის ვალდებულება უნდა შეასრულოს, რაც საკუთარი ამომრჩევლის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო. იმ შემთხვევაში, თუ სისრულეში შეთანხმების სრული პაკეტი არ იქნება მოყვანილი, მაშინ ეს შეთანხმება არ არსებობს. ის, რომ პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, მათ შორის, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე, ამას მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარე ადასტურებს“,- განაცხადა გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი