რომან გოცირიძე - პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ საარჩევნო ბარიერზე ვაჭრობას დაიწყებენ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან
რომან გოცირიძე - პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ საარჩევნო ბარიერზე ვაჭრობას დაიწყებენ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან

პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტს მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ საარჩევნო ბარიერზე ვაჭრობას დაიწყებენ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან, რასაც იტყვიან მცირე ზომის პარტიები, მათ მიმართ სოლიდარული ვიქნებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი არჩევნები კრახით მთავრდება, მაგრამ მათი მთავარი ამოცანაა, რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდეს.

„თუ მოუწევთ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მაშინ 120/30 საარჩევნო სისტემა შენარჩუნდეს, სადაც 30 მაჟორიტარი არის ძველი ფეოდალური სისტემა და მათი ხმების ბეღელი. კიდევ ერთხელ ცდილობენ, საკუთარი ამომრჩეველი მოატყუონ და საერთაშორისო პარტნიორები. ეს არის შემოგდებული თემა, აკვირდებიან, როგორ იქნება რეაქცია. ეს კიდევ ერთი სილის გაწნა იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის. მმართველ გუნდს ერთი სადარდებელი აქვთ, თბილი ადგილები შეინარჩუნონ ხელისუფლებაში, ბიუჯეტიდან მოიპარონ ფული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე იზრუნონ, მაგრამ ეს არ იქნება ადვილი. მათ უნდათ მცირე პარტიების განადგურება, რაც გამოიწვევს მათი მხრიდანაც პროტესტს, ჩვენი მხრიდანაც, ამ ქვეყანაში მომავალი არის კოალიციის. პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ვარიანტს მხარს დავუჭერთ, თუმცა თუ საარჩევნო ბარიერზე ვაჭრობას დაიწყებენ, მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც შეთანხმებული იქნება ოპოზიციასთან. რასაც იტყვიან მცირე ზომის პარტიები, მათ მიმართ სოლიდარული ვიქნებით“, – განაცხადა გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი