რომან გოცირიძე - პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ არ შესრულდება ვალდებულებები, რომლებიც ხელისუფლებამ აიღო, შესაძლებელია, დახმარების გადმოცემა ეჭვქვეშ დადგეს
რომან გოცირიძე - პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუ არ შესრულდება ვალდებულებები, რომლებიც ხელისუფლებამ აიღო, შესაძლებელია, დახმარების გადმოცემა ეჭვქვეშ დადგეს

ძალიან დიდი დანაშაული იქნება, თუკი ხელისუფლება თავისი უგუნურებით ამ უმძიმეს მდგომარეობაში ხალხს დაუკარგავს დახმარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხდა.

გოცირიძე ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას ეხება.

„ეს ძალიან სერიოზული გაფრთხილებაა, ვინაიდან ამ 500 მილიონიდან, რომელიც უნდა მივიღოთ ევროკავშირიდან, ჯერჯერობით ხელი მოწერილია მხოლოდ 73 მილიონი ევროს ოდენობაზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ემსახურება. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თუკი არ იქნება შესრულებული ის ვალდებულებები, რომლებიც ხელისუფლებამ აიღო ოპოზიციისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, მაშინ შესაძლებელია, რომ ამ დახმარების გადმოცემა დადგეს ეჭვის ქვეშ. შევარდნაძის დროს იყო ასეთი ცნება – ტრანში, ანუ ფულის გადმორიცხვა აგვიანებს. ეს ტრანში აგვიანებდა ხანდახან თვეების განმავლობაში, სანამ ცუდად იქცეოდა ხელისუფლება და არ ასრულებდა, ერთი მხრივ, სწორ ეკონომიკურ მოთხოვნებს ან, მეორე მხრივ, ეწეოდა პოლიტიკურ რეპრესიებს. ასე რომ, ტრანში ყოველთვის იყო სწორ გზაზე დაყენების ერთ-ერთი ფორმა და ძალიან დიდი დანაშაული იქნება, თუკი ხელისუფლება თავისი უგუნურებით ამ უმძიმეს მდგომარეობაში ხალხს დაუკარგავს დახმარებას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.