რომან გოცირიძე - პარლამენტში მშვენიერი პერფორმანსი იყო, სიმბოლოები ხშირად უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები
რომან გოცირიძე - პარლამენტში მშვენიერი პერფორმანსი იყო, სიმბოლოები ხშირად უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები

ჩვენ ყოველთვის გამოვიყენებთ იმ მეთოდებს და იმ გზებს, რომელიც ამხელს ამ ხელისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტში მშვენიერი პერფორმანსი იყო.

„სიმბოლოები ხშირად უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები. დღეს პარლამენტში ჩართული საბჭოთა ჰიმნი, იყო ფაქტობრივად გვირგვინი ცრუ გამოსვლების თავზე.„ ქართული ოცნება“ აბრუნებს ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე, ამიტომ საბჭოთა ჰიმნი იყო ის მინიშნება, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ქართველების ოცნება. ის არის ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის ოცნება, უკან რუსეთისაკენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტში რუსეთის ჰიმნი ჩართეს. ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე საუბრობდა.