რომან გოცირიძე - პარლამენტის დისტანციური მუშაობის თაობაზე მომზადებული ცვლილებები უკიდურესად საფრთხის შემცველია
რომან გოცირიძე - პარლამენტის დისტანციური მუშაობის თაობაზე მომზადებული ცვლილებები უკიდურესად საფრთხის შემცველია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, პარლამენტის დისტანციური მუშაობის თაობაზე მომზადებული ცვლილებები უკიდურესად საფრთხის შემცველია.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, შესაძლებელია, დისტანციური მუშაობის თაობაზე ჩანაწერი ბოროტად იყოს გამოყენებული და ცვლილებამ ქვეყანაში ხელი არაჯანსაღ პოზიციებს შეუწყოს.

„საჭიროა, ძალიან ფრთხილი მიდგომა. თუ იქნება განსაკუთრებული, საგანგებო ვითარება, მსგავსი კანონი უნდა მოქმედებდეს მხოლოდ შეზღუდული დროით და უნდა იყოს დათქმა, რომ ორი თვის შემდეგ ეს კანონი ავტომატურად ძალას დაკარგავს. რამდენჯერაც ოპოზიცია პარლამენტის ან პარლამენტის წინააღმდეგ პიკეტს მოინდომებს, იმდენი „ჩათში“ საპარლამენტო სხდომები ააწყონ ან რამდენჯერაც დისკომფორტი შეექმნება საპარლამენტო უმრავლესობას, იმდენჯერ პარლამენტის სხდომა მობილური ტელეფონებით ატარონ და უკონტროლოდ მიიღონ გადაწყვეტილებები, საშიში თემაა. ასევე არავინ იცის, კენჭისყრის სისტემა როგორ იქნება გაკონტროლებული და საერთოდ, უსაფრთხოების საკითხები რამდენად იქნება უზრუნველყოფილი. არ მგონია, დღეს იყოს ვითარება, რომ პარლამენტი წავიდეს და გადაწყვეტილებას სამზარეულოდან იღებდეს“, – განაცხადა გოცირიძემ.