რომან გოცირიძე - ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან, ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ
რომან გოცირიძე - ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან, ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ

ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. ჩვენ მხარეს ჯდომა უნდა ავუკრძალოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, რომან გოცირიძემ შეაფასა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კელი დეგნანის ის განცხადება, სადაც ელჩი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებზე საუბრობს.

„ამერიკის ელჩი როცა ამბობს, რომ ამ ოთხეულის პოზიციით ვაშინგტონში დაინტერესდნენო, ვინაა ვაშინგტონში მისი პირდაპირი უფროსი? – სახელმწიფო მდივანი. ფაქტობრივად ელჩი ამბობს, რომ უკვე ბაიდენი ითხოვს განმარტებას, არის თუ არა ეს ვითომ განდგომილები და „ქართული ოცნება“ ერთი და იმავე. უფრო შორს თუ წავალთ, ამათი ენით ღაღადებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი. იქამდე მიჰყავთ საქმე, რომ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ესენი „გამოიმუშავებენ“ სანქციებს. ეს ოთხეული პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე დაჯდა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ უმრავლესობის წევრებად დარჩენილან. უნდა ავუკრძალოთ ჩვენ მხარეს ჯდომა ამ თვითმარქვიებს. გადაჯექით, გადაჯექით მეორე მხარეს! ასეთი ლოზუნგი უნდა დავახვედროთ სამშაბათს, როცა მოვლენ სხდომაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.