რომან გოცირიძე - ოლიგარქების სია დამოუკიდებელმა კომისიამ უნდა შეადგინოს, გადასცენ სალომე ზურაბიშვილს, აუდიტის სამსახურს
რომან გოცირიძე - ოლიგარქების სია დამოუკიდებელმა კომისიამ უნდა შეადგინოს, გადასცენ სალომე ზურაბიშვილს, აუდიტის სამსახურს

დეოლიგარქციაზიის საკითხზე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, მაგალითად, 100 ხმით. ეს კომისია ოლიგარქების სიას შეადგენს. რატომ მიაქვთ მთავრობაში, გადასცენ სალომე ზურაბიშვილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რატომ არ უნდათ?, ეს მომავალში შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის ბერკეტი იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ უნდა, ისე შეფუთოს, თითქოს, ეს კანონპროექტი ოპოზიციას არ მოსწონს“.

„ძალიან კარგია, სამივე კრიტერიუმი სწორია, რადგან ოლიგარქად პირის განსასაზღვრად სხვა დანარჩენ ფორმას ვერ მოუფიქრებ, თუ არა – ფულს, პარტიულ გავლენას, მედიის ფლობას, თუმცა აქ არის ყველაზე დიდი ხარვეზი, რაც უკრაინასაც აქვს. ეს არის ის, რომ ოლიგარქის სტატუსს უკრაინასა და საქართველოში მთავრობა დაადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს გაუბედავს, ამ სიაში შეყვანას? ეს კანონპროექტის კიდევ უფრო მეტი გაუარესებაა. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, მაგალითად, 100 ხმით. ეს კომისია ოლიგარქების სიას შეადგენს. რატომ მიაქვთ მთავრობაში, გადასცენ სალომე ზურაბიშვილს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რატომ არ უნდათ? – ეს მომავალში შეიძლება პოლიტიკური ბრძოლის ბერკეტი იყოს“, – განაცხადა გოცირიძემ.