რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ „თიბისი ბანკის“ საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს
რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ „თიბისი ბანკის“ საკითხზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს

,„თიბისი ბანკთან“ და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებული მოვლენები ქვეყნისათვის იმდენად სახიფათო ხასიათს ღებულობს, რომ დაუყოვნებლივ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ. ამასთან, აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „თიბისი ბანკის“ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ პირველ რიგში, თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. მათ პასუხი უნდა აგონ იმ ძალადობაზე, რაც იქნა ჩადენილი „თიბისი ბანკის“ მისამართით. რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, ჩვენ რა თქმა უნდა, მას მხარს დავუჭერთ. ეს ბერკეტიც უნდა გამოვიყენოთ. ეს პრობლემა გადასაჭრელია, რადგან მაისსა და ივნისში სერიოზული პრობლემები შეექმნება ანაკლიის პროექტს, თუ კი არ გაირკვა, რომ არავითარი ფულის გათეთრება არ ხდებოდა და პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლების წინააღმდეგ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.