რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს
რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს. როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, ამჟამად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, პარტია რეგიონებში ყველა საარჩევნო ოლქში საკუთარ კანდიდატს დაასახელებს, დედაქალაქში კი დადებულ შეთანხმებას დაიცავს.

„საზოგადოებისთვის ზოგიერთი მაჟორიტარის თაობაზე ინფორმაცია უკვე ცნობილია, დანარჩენი მალე გაირკვევა. კერძოდ, ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება – გრიგოლ ვაშაძე, რუსთავში – დავით კირკიტაძე, თელავში – ბოტკოველი, საგარეჯოში – ლევან ბეჟაშვილი, სამტრედიაში – დევი ჭანკოტაძე. დანარჩენ კანდიდატებს ვარჩევთ. ახალი სახეებიც იქნებიან, მათ შორის მაჟორიტარებში“, – განაცხადა გოცირიძემ.