რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება პარტიის დაშლა
რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება პარტიის დაშლა

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმება აუცილებელია და პირველი ნაბიჯი გამარჯვებულმა მხარემ უნდა გადადგას.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტიის დაშლა გაგრძელდება.

„„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება. გულუბრყვილობა იქნება იმის მტკიცება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება და მერე ვიღაცისთვის იქნება კარგი. ეს არ არის სწორი, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს თავისი მისწრაფებებით, დანარჩენი ოპოზიცია – თავისით და შემდეგ კოალიცია უნდა შეიქმნას. ეს პროცესი ცუდია, ჩემიც, ხატიას წასვლაც, მაგრამ დიდი ძვრები შეიძლება იყოს უფრო მეტი, ვიდრე ცალკეული დეპუტატების ან წევრების წასვლაა პარტიიდან, თუკი არ მოხდა შეთანხმება იმ ორ მხარეს შორის, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, დღეს კონკურენციის რეჟიმში არიან. ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯი, მაგრამ პირველი ნაბიჯი, ბუნებრივია, უნდა გადადგას გამარჯვებულმა მხარემ, რომელიც მართავს პარტიას. შეთანხმება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგრძელდება პარტიის დაშლა“, – განაცხადა გოცირიძემ.