რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთლიანად ოპოზიციას აზიანებს, პარტიის თვითგვემა უკვე კომიკურ ფორმაში გადაიზარდა
რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები მთლიანად ოპოზიციას აზიანებს, პარტიის თვითგვემა უკვე კომიკურ ფორმაში გადაიზარდა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ აზიანებს, არამედ მთლიანად ოპოზიციას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, ეს პროცესები კომიკურ ფორმაში გადაიზარდა.

„„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც ის ძალიან აზიანებს ოპოზიციას. დანარჩენი მხარე ჩემი ინტერესების სფერო არ არის. სწორედ იმიტომაც დავტოვე ეს პარტია, რა პროცესებიც იქ ხდებოდა და, სამწუხაროდ, გრძელდება. რაც ხდება, ამას მარტივად ჰქვია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თვითგვემა გრძელდება, რომელიც ერთ პერიოდში რაღაც ფორმას, ტანჯვის ფორმას თუ იღებდა, რასაც ახლა ვაკვირდებით, უკვე კომიკურში გადაიზარდა. ასე გაგრძელება აზიანებს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.