რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს
რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რეგიონებში, თითქმის ყველგან ეყოლება საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი.

ამასთან, გოცირიძე აცხადებს, რომ კოალიციას „ძალა ერთობაშია“ ახალი სახეები შეემატებიან.

„კოალიციაში „ძალა ერთობაშია“ არა მხოლოდ იმ პარტიებს ვიხილავთ, რომლებიც დღეს არიან იქ, არამედ სხვებსაც, ცალკეული პირები შემოემატებიან და გააძლიერებენ. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს რეგიონებში, როცა მანდატების 80 პროცენტი პროპორციული სიით ნაწილდება, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავტოვებთ სიას უყურადღებოდ. რეგიონებში, თითქმის ყველგან გვეყოლება საკუთარი კანდიდატი, შეიძლება იშვიათი გამონაკლისი იყოს და ეს მომავლის საკითხია. გადაწყვეტილება ასეთია – გავდივართ, ყველგან ჩვენი კანდიდატით ყველა ოლქში. ჩვენი მხრიდან თბილისში უპრეცედენტო შეთავაზება იყო, მხოლოდ ორი კანდიდატი წარვადგინეთ. ეს ნიშნავს ოპიზიციის კონსოლიდაციას. როცა ექვს ოლქში ჩვენი კანდიდატი არ გვყავს, ეს გვაზიანებს პროპორციული სიის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ჩვენი მხრიდან შეგნებული კომპრომისი იყო. შევეცდებით, თბილისშიც, ასევე, აქტიური კამპანია ვაწარმოოთ, სადაც კანდიდატი არ გვყავს, მაგრამ მთლიანობაში ჩამოყალიბებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიაში მნიშვნელოვანი როლი დაეთმობა, არამხოლოდ მაჟორიტარებს, არამედ პროპორციულ სიაზე იქნება იქნება დიდი საარჩევნო კამპანია გაჩაღებული“, – განაცხადა გოცირიძემ.