რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“
რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან, გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“

„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამშვიდდნენ და ფრაქციაში მშვიდად განაგრძონ მუშაობა.

„აბსურდია, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება, „ქართული ოცნებიდან“ წამოსული ადამიანების გარდა, სხვას არ ჰქონდა. ეს ვარიანტი გასწორდა, არ არის საჭირო ამ თემაზე ბევრი კამათი. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, „ქართული ოცნების“ პროვოკაციაზე ნუ წამოეგებიან. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ დასცინოდნენ და „ააგდეს“. დამშვიდდნენ, რადგან „ქართული ოცნების“ მიზანია განხეთქილების შეტანა.

ის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჯგუფს თუ შევქმნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დატოვება მოუნდებათ, ფრაქცია დაეშლებათ და ამაზე წუხან, მაშინ სამწუხარო ფაქტი იქნება და ფრაქციის გაძლიერებაზე იზრუნონ. „ქართული ოცნების“ მიზანი იყო „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილების შეტანა. დამშვიდდნენ, „ქართული ოცნების“ ოინებზე ნუ წამოეგებიან, ფრაქციაში მშვიდად გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.