რომან გოცირიძე - მთავრობამ დღეს უგუნური განცხადებები გააკეთა, 5 ივლისს მომხდარზე ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს
რომან გოცირიძე - მთავრობამ დღეს უგუნური განცხადებები გააკეთა, 5 ივლისს მომხდარზე ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს

მთავრობამ დღეს უგუნური განცხადებები გააკეთა, 5 ივლისს მომხდარზე ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს, – განაცხადა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მყოფმა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა, რომან გოცირიძემ.

„დღეს ეს მოვლენები და პროცესები გაჩნდა მედიის მხარდაჭერის ფარგლებში. ვხედავთ, რა განცხადებებს აკეთებს მთავრობა, უგუნური განცხადებები გააკეთეს დღეს და პირდაპირ დაუწყეს ჩვენს პარტნიორებს ბრძოლა. დღეს უკვე პრობლემა არის ქვეყნის დემოკრატიის და სუვერენიტეტის დაცვა, ხოლო ლოკალური ამოცანა არის მარტივი. რაც ვიცით ყველამ, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები, ის ლიდერები, რომლებიც აორგანიზებდნენ ამას, უნდა დაისაჯოს ყველა შემსრულებელი, ვინც ამას ახორციელებდა და პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს ხელისუფლებამ, უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, უნდა გადადგეს შს მინისტრი“, – აცხადებს რომა გოცირიძე.

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.