რომან გოცირიძე - მთავრობამ ბიუჯეტი უნდა შეცვალოს, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცროს
რომან გოცირიძე - მთავრობამ ბიუჯეტი უნდა შეცვალოს, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცროს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალია, რაც ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით ხდება.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში საინვესტიციო პროცესი ჩამკვდარია, ხოლო ეროვნული ბანკი ნომინალური ფიგურაა და შეცდომებს უშვებს.

„მთავრობისა და ეროვნული ბანკის ბრალია ის, რაც ახლა ხდება. გამოსავალია, რადიკალურად შეიცვალოს პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში ფორმირდებოდა. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნაგროვები ნეგატივი ვერ შეიცვლება, თუმცა მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. მთავრობამ ბიუჯეტი უნდა შეცვალოს, ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უნდა გაამკაცროს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9096 ლარი ეღირება, ევრო – 3.2599, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6277 ლარი.