რომან გოცირიძე - „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ბუკლეტი მოამზადა
რომან გოცირიძე - „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ბუკლეტი მოამზადა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, როცა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით ბუკლეტი მოამზადა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ცუდი ბუკლეტი მოამზადეს, რაც მათ დააზიანებს.

„ბუკლეტი არ არის. მთავარი არ არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ურთიერთშედარება. მთავარია, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოსვლა და მისი დამარცხება. ეს არის მათი საარჩევნო ტაქტიკა და იმით ამართლებენ, რომ კონკურენტები ვართ და კონკურენციის მოტივით მისაღებია მსგავსი შედარების გაკეთება მათი აზრით. ჩვენი აზრით, ეს არის სერიოზული შეცდომა, რაც პირველ რიგში მათ დააზიანებს. როცა სამიზნეა ძირმომპალი ხელისუფლება, მსგავსი განცხადებები ამომრჩეველს აბნევს. განსაკუთრებით მათ მიმართ ვინც კონკურენციის ასეთი ფორმა გამოიგონა“, – განაცხადა გოცირიძემ.