რომან გოცირიძე -  მოსამართლეების თავხედური დანიშვნა შეთანხმების პირდაპირი უხეში დარღვევაა, უმძიმეს პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებენ
რომან გოცირიძე - მოსამართლეების თავხედური დანიშვნა შეთანხმების პირდაპირი უხეში დარღვევაა, უმძიმეს პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებენ

მოსამართლეების თავხედური დანიშვნა, ეს შეთანხმების პირდაპირი უხეში დარღვევაა. როდესაც ამას ბედავს ხელისუფლება ბუნებრივია, რომ მათი მიზანი გაცილებით დიდია, ვიდრე თუნდაც ის სასჯელი, რაც ევროკავშირიდან მოდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერი გზით და მოსამართლეები არიან ბერკეტები მათი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების გატარების. ძალიან დაისჯებიან. არ ეგონათ არც მოლდოვასა და უკრაინაში ოლიგარქებს, მაგრამ რა მოუვიდათ ნახეთ. არც ლუკაშენკოს ეგონა, რომ ამ ბედში ჩავარდებოდა, როდესაც ფაქტობრივად თვითმფრინავიც კი ვერ შედის ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. უმძიმეს პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ქართული ოცნება“ თუ ასე გააგრძელებენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ უზენაეს სასამართლოში ექვსი მოსამართლის დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილება უაღრესად გულდასაწყვეტია.