რომან გოცირიძე - მისასალმებელია, თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები
რომან გოცირიძე - მისასალმებელია, თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები

მისასალმებელია, თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ სამინისტროთა შესაძლო ოპტიმიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

​თეა წულუკიანი არის ერთადერთი მინისტრი, რომელიც არ შეცვლილა ამ ექვსი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს ორ რამეს – მას აქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია და ის არის შავი სამუშაოს შემსრულებელი. ორმაგი დატვირთვის მქონე ადამიანის გაშვება ეტყობა ხელისუფლებისთვისაც არის პრობლემური.

მისასალმებელია თუ მოხდება ოპტიმიზაცია და გაუქმდება აბსოლუტურად უსარგებლო სტრუქტურები. საერთოდ არ არის საჭირო ინფრასტრუქტურის სამინისტროს სათაო ოფისი. მკვდარი ორგანიზაციაა ეკონომიკის სამინისტრო. მრავალი სხვა სამინისტრო თუ გაუქმდება, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. საქმე კეთდება მათ დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში და არა სათაო სტრუქტურაში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.