რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს ბედს ოლიგარქი წყვეტს, რომელზეც ზემოქმედება არცთუ ისე ადვილია
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილს ბედს ოლიგარქი წყვეტს, რომელზეც ზემოქმედება არცთუ ისე ადვილია

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მომავალს უკარგავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა უკვე იმ მდგომარეობამდეა მისული, რომ მისი სიცოცხლე შეიძლება ფატალურად დამთავრდეს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მრავალწლიანი მტრობა, შური და შიდა კონფრონტაცია დაისადგურებს. შურისძიების გრძნობით აღჭურვილი ხელისუფლება ქვეყნის მომავალზე არ ზრუნავს. ამიტომ, ვხედავთ, როგორი საერთაშორისო გამოხმაურება აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნუ ეთამაშება საქართველოს ხელისუფლება ცეცხლს და ადამიანის სიცოცხლეს – სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, პრობლემა ერთ წუთში გადაწყვიტოს, მან ერთხელ გაბედულება უნდა გამოიჩინოს. მიხეილ სააკაშვილის ბედს ოლიგარქი წყვეტს, რომელზეც ზემოქმედება არცთუ ისე ადვილია“, – განაცხადა გოცირიძემ.