რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ამას ყველა ამბობს მთელ მსოფლიოში
რომან გოცირიძე - მიხეილ სააკაშვილი რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ამას ყველა ამბობს მთელ მსოფლიოში

მიხეილ სააკაშვილი რომ არის პოლიტიკური პატიმარი, ამას ამბობს ყველა მთელ მსოფლიოში-ევროპა, ამერიკა, ქართველები თუ არაქართველები. ერთადერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილს პატიმრობას ლეგიტიმურად თვლის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მიხეილ სააკაშვილი არის უსამართლოდ, პოლიტიკურად მართული მარიონეტი სასამართლოს მიერ მისჯილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს მიღებული გადაწყვეტილებები, გოცირიძე პასუხობს, რომ საუბარია იმაზე, საქართველოში რამდენად არის სამართლიანი სასამართლო.

„ლაპარაკია იმაზე, სასამართლო აქ არის თუ არა სამართლიანი, ჩატარდა თუ არა ყველა პროცედურის დაცვით და იყო თუ არა ამაში პოლიტიკური მოტივები, ამაშია საქმე. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური მიზანი, ამას ჰქვია პოლიტიკური დევნა. მიხეილ სააკაშვილის და გირგვლიანის საკითხი ცალკე თემაა. მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა რა მოტივით იქნა განპირობებული, მოტივი იყო პოლიტიკური და თუ პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული, მაშინ პატიმარს ჰქვია პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა გოცირიძემ.