საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას ითხოვს.
როგორც რომან გოცირიძემ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემოწმების გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური ზეწოლა, რაზეც მიხეილ ბატიაშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
„თქვენ არ გინდოდათ ამის გაკეთება. დაგავალეს ისევე, როგორც დაგავალეს შავი ზღვის უნივერსიტეტის დახურვა. რომ არა საერთაშორისო და ადგილობრივი ზეწოლა, უნივერსიტეტი დაიხურებოდა. დავალების მიმცემი ადამიანები არიან ჩრდილში და თქვენ იმკით ახლა მათ შეცდომებს. გეკითხებით, აპირებთ თუ არა წასვლას. მოგივიდათ სერიოზული შეცდომა. როდესაც პოლიტიკური ცენტრი არის გარეთ და ახალ მინისტრებს გგონიათ, აკეთებთ სახელმწიფო საქმეს, ეს ასე არ არის, ეს მოგდით გამოუცდელობიდან გამომდინარე. უნდა გამოასწოროთ შეცდომა და გადადგეთ თანამდებობიდან“, – მიმართა რომან გოცირიძემ მიხეილ ბატიაშვილს.