რომან გოცირიძე - მერაბიშვილი რომ პოლიტპატიმარია, ეს გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ
რომან გოცირიძე - მერაბიშვილი რომ პოლიტპატიმარია, ეს გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ეს არც ოპოზიციის და არც უმრავლესობის შეფასების საგანი არ არის, რადგან ეს საკითხი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვიტა.

ჟურნალისტებთან საუბარში გოცირიძე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილმა, როგორც პოლიტპატიმარმა ციხეში შვიდი წელი გაატარა და საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ამომწურავად ილაპარაკა.

„თუ რა ფორმით განახორციელებს პოლიტიკურ აქტიურობას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ამავე დროს, პოლიტიკურ ცხოვრებაში დარჩენას აპირებს. პოლიტიკური პატიმარი იმას ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. შერჩევითი სამართლიანობა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარი გუნდის წევრებს ხელს აფარებს დიდ დანაშაულებში, თუნდაც იმაში, რომ ბიუჯეტიდან დღგ-ს ანგარიშფაქტურებით 700 მლნ ლარი მოიპარეს, ჭანჭიკები დააპატიმრეს და ბობოლები თავისუფლები არიან“, – განაცხადა გოცირიძემ.