რომან გოცირიძე - მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება
რომან გოცირიძე - მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება

მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილული იყო ორი საკითხი.

„ერთი საკითხი რიგგარეშე არჩევნებს შეეხებოდა და იქ მესამე საკითხადაც შეიძლება მოვიაზროთ ოპოზიციასთან ურთიერთობები, კოორდინირებული ქმედება და მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის – აქციების სახით. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების საკითხს, რიგგარეშე არჩევნები დგება მაშინ, როდესაც ხელისუფლებას არ შეუძლია ქვეყნის მართვა. რეალურად, მეორე ტურის შემდეგ რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დადგება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.