რომან გოცირიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონს ვიღაც ისეთი უჭერს მხარს, ვინც ანგარიშგასაწევია
რომან გოცირიძე - მაუწყებლობის შესახებ კანონს ვიღაც ისეთი უჭერს მხარს, ვინც ანგარიშგასაწევია

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ფაქტობრივად, „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი დაწუნებულია.

როგორც რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა კანონპროექტის მეორე მოსმენით მხარდაჭერაზე ერთხმად უარი განაცხადა.

„კარგია, რომ კანონს ხელი მოუჭირეთ, წამომცდა. ფროიდი გენიოსი იყო. ვითარება უცნაური რატომ არის? საპარლამენტო უმრავლესობის იმ წარმომადგენლების პრინციპულობას ვაფასებ, რომელთაც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ამიტომ, არ მინდა, რაიმე ფორმით ის ფაქტი დავაკნინო, რომ იშვიათია შემთხვევა, როცა რომელიმე კანონო ამ დარბაზში დაწუნებული იყოს. ვინ არის ამ კანონის ინიციატორი, საიდან გაჩნდა ეს კანონი? – მთავრობას ეს კანონი არ უნდა, რადგან მთავრობიდან არ შემოსულა. მეტი ვინ არის ის იურიდიული ძალის მქონე, ვისაც კანონის ინიცირება შეუძლია? – დეპუტატები არიან, რომელთაც კანონის ინიცირება მოახდინეს და ვიღაცას ებრძვიან, იდუმალ პირს, ამბობენ, რომ ეს კანონი თუ ვიღაცამ არ გაასწორა მხარს არ დაუჭერს, არადა ინიციატორები თქვენ ხართ. ყველა ვინც გამოდის და ამბობს, რომ შესყიდვების ნაწილი არ მოსწონდა და რეკლამა, სტარტაპები საიდან გაჩნდა? ეს კანონი თქვენ დაწერეთ და საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით და ამბობთ, რომ მხარს არ დაუჭერთ. ძალიან კომიკური ვითარებაა, მეგობრებო. სასაცილო იქნება, რომ კანონზე მაუწყებელზე მაქვს და დავჯდე და თქვა, რომ გოცირიძის მიერ წარმოდგენილ კანონში წარმოდგენილი მეხუთე პუნქტი არ მომწონს და მხარს არ დავუჭერ. თუ არ შეასრულა ეს უნდა გავაკეთო და უფრო ნათელი გახდეს, დღეს რა კომიკურ ვითარებასთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისი თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონს ვიღაც ისეთი უჭერს მხარს, ვინც ანგარიშგასაწევია.

დეპუტატის განცხადებით, კანონი მაუწყებელში დაიწერა, მაუწყებლის წარმომადგენლები დადიოდნენ და თითქოს ისინი ყოფილიყვნენ ინიციატორები და იმ ადამიანების წინაშე იცავდნენ მუხლებს, რომლებიც სინამდვილეში ამ კანონის შემქმნელები არიან.

“ეს არის უბედურება. კანონი მაუწყებელში დაიწერა, ძალიან ცუდი იყო, რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოსწორდა, მაგრამ არა ისე, როგორც გვინდა წარმოვაჩინოთ. ცუდი მხარე არ დაიყვანება ორ საკითხზე, რაც ფაქტობრივად ჩააგდეთ. რეკლამის საკითხი ძალიან სერიოზულია. სტარტაპები სასაცილო და გაუგებარი რამეა. საზოგადოებრივი მაუწყებელი კბილებით იცავს რაღაცას და იცის, რომ კანონი ჩავარდება. მიუხედავად ამისა, ებღაუჭება სტარტაპების უფლებას. ანუ, საკუთარი 50 მლნ ბიუჯეტით ნულიდან შექმნას რაღაც იურიდიული პირი, რომელსაც ფულს მისცემს, რაღაც მედია პროდუქტს აწარმოებს და მიაჩნია, რომ თუ ეს სიახლე მაუწყებლის სისტემაში არ დაინერგება, მაუწყებელი ისეთ რამეს კარგავს, რომ უღირთ მთელი საპარლამენტო უმრავლესობის გადამტერება? ამაში რა არის ასეთი ინტერესი? რატომ იმტერებთ ყველა დეპუტატს, ხელმძღვანელობაში ვინც არის? ჩაუვარდათ კანონი. რა არის სტარტაპები ისეთი ინტერესის საგანი, რომ გონიერების უნარი შეგიზღუდათ. რეკლამა არის პირდაპირი დაკნინება საქართველოში დამოუკიდებელი მედია სივრცის, ამ ადამიანების წინააღმდეგ არის ეს კანონი”, – აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე თქმით, დღეს უამრავი პატარა ტელევიზიაა, ეს არის საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარი და თუ საქართველოში რაიმე იყო დემოკრატიის კუთხით გამოსაყოფი, მედია პლურალიზმი იყო.

დეპუტატის განცხადებით, ნელ-ნელა ყველაფერი ერთ ხელში ექცევა, დღეს ფაქტობრივად ტელევიზიებს ჯიბეში ხელს უყოფენ.

„ნუ გგონიათ, რომ მაუწყებელს არ აქვს რეკლამა, მშვენიერი რეკლამა აქვს. ელემენტარულად დროის ჩარჩოებში არიან შეზღუდული და მათ ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება შეუძლიათ იმ გადაცემებში, რომელიც კანონით დართულია. ისე ნუ წარმოაჩენთ, რომ მათ რეკლამა არ აქვთ, ისინი მეტი როლის დაკავებას ითხოვენ. მაუწყებლის ბიუჯეტი 52 მილიონი ლარია, იმ კანონის მიხედვით, რომელიც არასწორია და არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს მიბმა 0,14 პროცენტზე განსხვავებული ვარიანტი შექმნას. საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველწლიურად 5 მილიონი ლარით ექნება ბიუჯეტი გაზრდილი, 5-5 მილიონით იქნება გაზრდილი და რა აუცილებელია რეკლამის დროის გაზრდა, როცა საკმაოდ დიდი თანხები მათთან მიდის. თქმა უნდათ, რომ თურმე დამოუკიდებლობისთვის არის დამატებითი რესურსების მოძიება, ამ კანონმა დამოუკიდებელი გახადა? რვა წელიწადია, დაფინანსების ეს ფორმა არსებობს, სამი წელი იმ ხელისუფლების დროს, ხუთი ამ ხელისუფლების. იმ ხელისუფლების დროს მაუწყებელი იყო დამოუკიდებელი და ახლა არის? თურმე ფინანსებში არ ყოფილა საქმე, პრობლემა არის მენეჯმენტის ფორმირებაში და რომელ დამოუკიდებლობაზე შეიძლება ლაპარაკი, თუ სამერვეო საბჭოს შემადგენლობას გადავხედავთ?“, – აღნიშნა გოცირიძემ.