რომან გოცირიძე - მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ბოიკოტი ფრაქციის სხდომაზე მოსვლასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა
რომან გოცირიძე - მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ბოიკოტი ფრაქციის სხდომაზე მოსვლასთან დაკავშირებით, სამარცხვინოა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ფრაქციის სხდომაზე მოსვლასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ბოიკოტი სამარცხვინოა.

როგორც რომან გოცირიძემ პარლამენტი ბიუროს სხდომაზე, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფრაქციის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები მიიწვია და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში, საბჭოს წარმომადგენლები ვალდებულნი იყვნენ პარლამენტში მოსულიყვნენ, მათ ფაქტობრივად ბოიკოტი გამოაცხადეს.

“მთელმა საბჭომ გვითხრა უარი, რაზეც დღეს გრიგოლ გოგელიასგან ორგვერდიანი უსტარი მივიღეთ. არ მოდიან მინისტრები, რაც არის პარლამენტის სირცხვილი და ახლა საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიღაც მეურვემ რომ გამოგვიცხადოს ბოიკოტი ეს არის სამარცხვინო. რაც შეეხება საკონკურსო კომისიას, ის არის იგივე შემადგენლობის, რომელმაც გასულ წელს სამეურვეო საბჭოში ასარჩევად პარლამენტს იაკობაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. უკვე გავრცელდა ინფორმაცია საიდუმლო შეხვედრის შესახებ და წინასწარ ვიცით, ვის კანდიდატურას წარმოადგენს ამჯერად საკონკურსო კომისია. ამიტომ ეს კომისია არის ფარსი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.