რომან გოცირიძე - მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებამ 20 ივნისს ჩაიდინა, 7 ნოემბრის შეხსენება მათ აქტივში აღარ შედის 
რომან გოცირიძე - მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებამ 20 ივნისს ჩაიდინა, 7 ნოემბრის შეხსენება მათ აქტივში აღარ შედის 

7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რასაც ასევე, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების არაკანონიერმა ქმედებამ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა იყო შეცდომა.

„მას შემდეგ, რა საშინელებაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და როგორი არაადექვატური ძალა გამოიყენა, როგორი დანაშული მოხდა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის სახით, 7 ნოემბრის შეხსენება არც თუ ისე მიდის ხელისუფლების აქტივში. 7 ნოემბერს იყო ძალის არაპროპორციული გამოყენება, რასაც ასევე, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების, ასევე არაკანონიერმა ქმედებამ. დღეს, როდესაც 7 ნოემბერს ახსენებს ხელისუფლების მხარდამჭერი მედია, ავიწყდება, თუ რა მოხდა 20 ივნისს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.