რომან გოცირიძე - მაჟორიტარებზე ჩვენი პოზიცია ნათელია, ყველა რეგიონში დავაყენებთ კანდიდატებს 
რომან გოცირიძე - მაჟორიტარებზე ჩვენი პოზიცია ნათელია, ყველა რეგიონში დავაყენებთ კანდიდატებს 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ყველა რეგიონში დააყენებს.

„მაჟორიტარებზე ჩვენი პოზიცია ნათელია. რეგიონებში კანდიდატებს ყველგან დავაყენებთ. შესაძლებელია, იყოს გამონაკლისი, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ გამონაკლისი დღესვე გაცხადდეს. თუ დავინახავთ, რომ საარჩევნო პროცესში რომელიმე პარტია წინ არის გასული და მცირე დახმარება სჭირდება, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ჩაიდენს იმას, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხებას ხელი შევუშალოთ, მაგრამ დღეს, ჩვენი პოზიცია კვლავ უცვლელია. თითქმის ყველგან ჩვენს კანდიდატებს დავაყენებთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.