რომან გოცირიძე - მაჟორიტარებმა შეაკოწიწეთ ფონდი, სადაც შეიტანეთ ასევე თქვენ მიერ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ფული, შემდეგ დადიხართ და ამბობთ, რომ „ოცნება“ დიდ მოწყალებას აკეთებს
რომან გოცირიძე - მაჟორიტარებმა შეაკოწიწეთ ფონდი, სადაც შეიტანეთ ასევე თქვენ მიერ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ფული, შემდეგ დადიხართ და ამბობთ, რომ „ოცნება“ დიდ მოწყალებას აკეთებს

პარლამენტში ოფიციალურად დეკლარაციით 29 მილიონერია და ორი ამდენი, ფარული მილიონერი, მაჟორიტარებმა შეაკოწიწეთ ფონდი, შეიტანეთ ამ ფონდში ასევე თქვენ მიერ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ფული, ზოგიერთი ბიზნესმენი ენდო და გადარიცხა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, მაჟორიტარები კი ხალხს ეუბნებიან, თითქოს „ქართული ოცნება“ დიდ მოწყალებას აკეთებს.

„ოპოზიცია უნდა იყოს სადარაჯოზე, ოპოზიციის რჩევები არის მთავრობის წაქეზებისა და მთავრობის კარგი მიმართულებით ასე ვთქვათ ბიძგების ერთ-ერთი ფორმა. თქვენ შექმენით რაღაცა ფონდი, აი ამ დეპუტატებმა შეიტანეს. ამ პარლამენტში 29 მილიონერია ოფიციალურად დეკლარაციით და ორი ამდენი, ასე ვთქვათ, ფარული მილიონერი. მაჟორიტარებმა შეაკოწიწეთ ფონდი, შეიტანეთ ამ ფონდში ასევე თქვენ მიერ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ფული, პატიოსნად ზოგიერთი ბიზნესმენი ენდო და გადარიცხა.

დღეს ეს არის 128 მილიონი, 100 მილიონი ივანიშვილის ფული და შემდეგ დადიხართ მაჟორიტარები, რაღაცებს არიგებთ და ხალხს ეუბნებით, რომ თურმე რაღაც დიდ მოწყალებას აკეთებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი