რომან გოცირიძე - მაჟორიტარები არიან მარიონეტები, როცა უნდა ააყვირებენ, როცა უნდათ გადმოიბირებენ
რომან გოცირიძე - მაჟორიტარები არიან მარიონეტები, როცა უნდა ააყვირებენ, როცა უნდათ გადმოიბირებენ

მაჟორიტარები ფარული იარაღი ივანიშვილის ხელში, ესენი არიან მარიონეტები, როცა უნდა იქით ააყვირებენ, როცა უნდათ აქეთ გადმოიბირებენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მაჟორიტარები არიან ბიძინა ივანიშვილის ერთგული გვარდია, რომლებიც მის დავალებებს ასრულებენ.

„სწორედ მაჟორიტარების მეშვეობით იყო ჩაგდებული პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ახლა როგორც ჩანს, ივანიშვილი ამზადებს ახალ გეგმას, თუ კი მას დასჭირდა პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ეს მაჟორიტარები დატოვებენ უმრავლესობას. საკმარისია 15 კაცმა დატოვოს უმრავლესობა პარლამენტი იშლება, რადგან არავის ექნება პარლამენტზე კონტროლი და ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ახალი არჩევნების დანიშვნა, ამიტომ ამ მექანიზმსაც როგორც ჩანს, იყენებს მათი სახით. მაჟორიტარების მათი პროტესტი გაურკვეველია, თუ პროტესტი უნდათ, გააპროტესტონ ხუთი თვის შემდეგ. 200 ათას ხელმოწერას დიდი დრო უნდა. ახლა რა დროს ბუნტია, მაგრამ ასრულებენ ივანიშვილის დავალებას. ეს არის ფარული იარაღი ივანიშვილის ხელში. ესენი მარიონეტები არიან, როცა უნდა იქით ააყვირებენ, როცა უნდათ აქეთ გადმოიბირებენ. წარმოგიდგენიათ ახლა დაჩი ბერაიამ, დიმიტრი ხუნდაძემ და ფეხბურთელმა ყაველაშვილმა დატოვონ უმრავლესობა და შექმნან პარტია, რომელიც ივანიშვილს დაუპირისპირდება და რა მიზნით? რა მოტივით? სასაცილოა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი