რომან გოცირიძე - ხომ არ ვამბობთ, გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობა და გაგრძელდეს გამოძიება
რომან გოცირიძე - ხომ არ ვამბობთ, გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობა და გაგრძელდეს გამოძიება

ხომ არ ვამბობთ, გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა რურუას გათავისუფლების მოთხოვნა, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემაში ჩაერევა.

რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ „ხელისუფლება სასამართლო პროცესებში ერევა და ეს ყველამ კარგად იცის“.

„ხელისუფლება რომ ერევა სასამართლო პროცესებში, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო. მით უმეტეს, გიორგი რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან მარტივია. ევროპის არც ერთ ქვეყანაში, დამნაშავეც რომ ყოფილიყო ამ საქმეში გიორგი რურუა, აღკვეთის ღონისძიებისა სახით წინასწარი პატიმრობა არ არის გამოსაყენებელი. ხომ არ ვამბობთ, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოდ გამოაცხადონ, ვამბობთ, რომ შეწყდეს წინასწარი პატიმრობის პროცესი და გაგრძელდეს გამოძიება ჩვეულ რეჟიმში, თორემ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი ნებით არ გაათავისუფლა, ეს იცის ბავშვმაც კი“,-  განაცხადა რომან გოცირიძემ.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.