რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ბოლო ნიღაბი და დავრწმუნდით მის არაპატრიოტულ სახეში
რომან გოცირიძე - ხელისუფლებამ ჩამოიხსნა ბოლო ნიღაბი და დავრწმუნდით მის არაპატრიოტულ სახეში

მე სიმბოლურად პირბადეში ვარ, ხელისუფლებამ კი ჩამოიხსნა ბოლო ნიღაბი და დავრწმუნდით მის არაპატრიოტულ სახეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

„ამ ერთ წელში ძალიან ბევრმა რამემ გაიარა ჩვენ თვალწინ, მათ შორის, ამ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამსახურებით. ხელისუფლებამ ჩამოიხადა ბოლო ნიღაბი. მე პირბადეში ვარ სიმბოლურად, მათ ჩამოიხადეს ბოლო ნიღაბი. დავრწმუნდით მათ არაპატრიოტულ სახეში. დავრწმუნდით, რომ არის ძალიან დიდი რისკი, დაგვაბრუნონ რუსეთის ორბიტაზე. დავრწმუნდით, რომ ქვეყანას არ აქვს შანსი ამოვიდეს ამ მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისიდან. ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ჩვენ და ამომრჩეველი დაგვარწმუნა კიდევ იმაში, რომ მომავალში არავის ეპატიება ძალაუფლების უზურპაცია, რომ ქვეყანა უნდა მართოს ხელისუფლებამ, რომელიც მოემსახურება ხალხს. დიდი იმედი გვაქვს, რომ სულ მალე დამთავრდება იმ შედეგით, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისა და დემოკრატიის გზაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

20 ივნისის აქციიდან ერთი წლის შემდეგ პარლამენტის წინ მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია იმართება „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დაცვის უზრუნველსაყოფად სტიკერებია დაკრული. აქციაზე მისული პირები სწორედ მონიშნულ ადგილებზე არიან განლაგებულები. ასფალტზე დაკრულ სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია. აქციას შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიები.

აქციის მიმდინარეობა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.