რომან გოცირიძე - ხელისუფლება მიუღებელ ვარიანტს შეგნებულად სთავაზობს საზოგადოებას, რომ შემდეგ ოპოზიციისკენ გაიშვიროს თითი
რომან გოცირიძე - ხელისუფლება მიუღებელ ვარიანტს შეგნებულად სთავაზობს საზოგადოებას, რომ შემდეგ ოპოზიციისკენ გაიშვიროს თითი

ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ამომრჩევლის მოტყუებას, უნდა, წინასწარ მიუღებელი ვარიანტი შესთავაზოს საზოგადოებას, შემდეგ თითი გაიშვიროს ოპოზიციისკენ, თითქოს, მოლაპარაკება ოპოზიციის გამო ჩაიშალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება წინასწარ შეგნებულად სთავაზობს საზოგადოებას მიუღებელ წინადადებას, რომ შემდეგ თავი იმართლოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე.

„მიუღებელია ეს ვარიანტი, ოპოზიცია ითხოვდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და კომპრომისი იყო პროპორციულთან მიახლოებული სისტემის ფორმირებაზე. არ არის ეს პროპორციულთან იოტისოდენად ახლოსაც კი. შეგნებულად მიდიან ამაზე, რათა შესაძლო ცვლილებების კონსტიტუციური ვადები ამოიწუროს და განაცხადონ – ჩვენ ვთავაზობდით და ოპოზიციას არ უნდოდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციაში კომპრომისი იყო პროპორციულთან მიახლოებული მოდელის მიღებაზე.