რომან გოცირიძე - ის მოღალატეები, პუტინის გამო „რუსთავი 2“-ში შეჭრას რომ ლამობენ, არიან საქართველოს ლუსტრირებული მტრები
რომან გოცირიძე - ის მოღალატეები, პუტინის გამო „რუსთავი 2“-ში შეჭრას რომ ლამობენ, არიან საქართველოს ლუსტრირებული მტრები

გაბუნიას უღირსი საქციელი დასაგმობია არა იმიტომ, რომ პუტინს აგინა, არამედ იმიტომ, რომ ასე ცუდად იგინა, მიუხედავად იმისა, რომ გინების ობიექტი ენით კი არა, ნაჯახით დაკოდვასაც იმსახურებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე წერს.

„აი, ის მოღალატეები, პუტინის გამო „რუსთავი 2“-ში შეჭრას რომ ლამობენ, არიან საქართველოს ლუსტრირებული მტრები. რა უფლებით აკეთებს მთავრობა და კუსავით ნახირ-ნახირ ადევნებული ე.წ. პრეზიდენტი კერძო მაუწყებლის მისამართით პროვოკაციულ, ქვეყნის ღირსების შემლახავ, კაპიტულანტურ განცხადებებს?! გავრილოვი ვერ მოუნელებია ხალხს ჯერ კიდევ და ახლა ეს მოღალატეები პუტინის ქომაგებად დაგვიდგნენ! ცუდად დაამთავრებენ!“, – წერს რომან გოცირიძე.