რომან გოცირიძე - გიორგი რურუას პატიმრობიდან თუ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ისტორია მორჩება და პარტიები საარჩევნო კამპანიაში მშვიდად შევლენ
რომან გოცირიძე - გიორგი რურუას პატიმრობიდან თუ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ისტორია მორჩება და პარტიები საარჩევნო კამპანიაში მშვიდად შევლენ

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუას გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ისტორია მორჩება და პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიაში მშვიდად შევლენ.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, მისი ფრაქცია მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირონ, მაგრამ მანამდე შეთანხმება უნდა შესრულდეს.

„ჩვენი პოზიცია არის მყარი და მტკიცე. დარწმუნებული ვარ, რომ არა ასეთი პოზიცია, დღეს გიგი უგულავა, თამლიანი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში იქნებოდნენ და პოლიტიკური დევნა კვლავ გაგრძელდებოდა სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. პოლიტიკური ზეწოლის ფორმა არის ჩვენი პროტესტი ისევე, როგორც საგარეო ზეწოლა. გიორგი რურუას თუ გაათავისუფლებენ, ეს ისტორია ამით მორჩება და მშვიდად შევალთ საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა გოცირიძემ.