რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დამცირებისთვის შური იძიოს
რომან გოცირიძე - გიორგი მარგველაშვილი ცდილობს, დამცირებისთვის შური იძიოს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის ფორმაზე უპასუხოდ დარჩენილი კითხვა იმით აიხსნება, რომ „ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს, ანერვიულებს და უნდა, მმართველი გუნდი გაურკვევლობაში ამყოფოს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, პრეზიდენტის განცხადება, რომ “ქართული ოცნება” ბრძოლის ველიდან გადის, თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს, სხვას ამოეფარა და საკუთარ კანდიდატს დამოუკიდებელ კანდიდატად ასაღებს, სწორია.

„ყველა იმის გარკვევას ელოდა, მარგველაშვილი კენჭს იყრის თუ არა. მან ეს საკითხი კვლავ ღიად დატოვა და უფრო ჩანდა, რომ კენჭს არ იყრის. სურს, მსგავსი ტრიბუნა გამოიყენოს და შანსი ხელიდან არ გაუშვას, რომ „ქართულ ოცნებაზე“ იმ დამცირებისთვის შური იძიოს, რასაც ხუთი წლის განმავლობაში ხედავდა. უფრო ჩანს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს”, – განაცხადა გოცირიძემ.