რომან გოცირიძე - ღარიბაშვილმა არც ერთ კითხვაზე არ მიპასუხა, ორშაბათს იქნება მთავარი გამოსვლები და მეტი მხილება ხელისუფლების წარუმატებელი საქმიანობისა
რომან გოცირიძე - ღარიბაშვილმა არც ერთ კითხვაზე არ მიპასუხა, ორშაბათს იქნება მთავარი გამოსვლები და მეტი მხილება ხელისუფლების წარუმატებელი საქმიანობისა

დღევანდელ საპარლამენტო განხილვას რა შეიძლება, ვუწოდო? ტანჯვა-წამების 8 საათი. იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა, – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ღარიბაშვილმა ვერც ერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.

„ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი, მე საერთოდ არაფერზე მიპასუხა, ანდა როგორ უნდა ეპასუხა, როდესაც 128 მილიონი მოიპარეს ბიუჯეტიდან გრილ კაბინეტში ჩინოვნიკებმა, დღგ-ის მანიპულაციით, კომპიუტერზე კლავიატურის ჩხაკუნითა და ხელმოწერით, რომლის მოპარვასაც 86 ბანკის გაძარცვა დასჭირდებოდა-მეთქი იმ ყაჩაღ ესებუას, რომელიც ტყეში იმალება. ხუმრობასაც კი ვერ მიხვდა, ესებუა მოსწონსო ასეთი პასუხი გამცა. ეს იყო მთელი მისი პასუხი ჩემს შეკითხვაზე. ორშაბათს იქნება მთავარი გამოსვლები და მეტი მხილება ამ ხელისუფლების წარუმატებელი საქმიანობისა. ჩვენ არა მთავრობას, არამედ საზოგადოებას შევთავაზებთ გამოსავალს. შევთავაზებთ იმ გამოსავალს, რომელიც ქვეყანას ამოიყვანს ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.