რომან გოცირიძე - გავრილოვი გამოცდილი აგენტია, ეტყობა, კარგად შეისწავლა ქართული ლიტერატურა და ახლა გვიყვება ზღაპრებს, ენა ტკბილად მოუბარი რომ გველს ხვრელიდან ამოიყვანს
რომან გოცირიძე - გავრილოვი გამოცდილი აგენტია, ეტყობა, კარგად შეისწავლა ქართული ლიტერატურა და ახლა გვიყვება ზღაპრებს, ენა ტკბილად მოუბარი რომ გველს ხვრელიდან ამოიყვანს

გავრილოვი გამოცდილი აგენტია. ეტყობა, მან კარგად შეისწავლა ქართული ლიტერატურა და ახლა „ენა ტკბილად მოუბარი რომ გველს ხვრელიდან ამოიყვანს“ ამ ზღაპრებს გვიყვება, ლამაზად და ტკბილად ამბობს, რომ ქართველები მისი მეგობრები არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვის განცხადებას, რომლის თანახმად, „დროა ამ უსიამოვნებიდან გამოსვლის და მეზობლებთან, უპირველესად კი რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გზაზე დადგომის“.

გოცირიძის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ეცდება, რომ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ დაეხმაროს.

„გავრილოვიც ტკბილად ალაპარაკდება, პუტინიც და საჩუქარსაც მიუძღვნიან, როგორც მიუძღვნეს 2012 წელს ქვევრში დამხრჩვალი ბავშვი და ციხის დადგმული კადრები. რუსეთი გამოიყენებს ჰიბრიდული ომისა და კრიმინალური ბრძოლის ყველა მეთოდს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში. გავრილოვის ამ განცხადებას მოყვება სხვა განცხადებებიც. ხვალ ლავროვი იტყვის, რომ როგორც კი პანდემია გადაივლის, გახსნის საზღვრებს, ზეგ კიდევ სხვა ვიღაც იტყვის. უზნეო საარჩევნო პერიოდში რუსეთი „ქართულ ოცნებას“ ყველანაირად შეუწყობს ხელს, რომ არჩევნებში დაეხმაროს.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მან გავრილოვი არ უნდა ახსენოს. როგორ შეიძლება, მან გავრილოვთან დაკავშირებით რაიმე კომენტარი გააკეთოს, როდესაც ვაფრთხილებდით, არ შემოეყვანა ეს აგენტი, რომელიც მთელ მსოფლიოში რუსეთის დავალებას ასრულებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი