რომან გოცირიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს
რომან გოცირიძე გამოდის ინიციატივით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ოპოზიციის წარმომადგენელმა უხელმძღვანელოს.

რომან გოცირიძემ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ საბჭოს უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრმა უნდა უხელმძღვანელოს.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა გამოიწვევს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის კოორდინირებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ასევე, ცვლილების შედეგად გაიზრდება საბიუჯეტო საქმიანობაში საპარლამენტო უმცირესობის როლი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

რეგლამენტის შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თუმცა მეცხრე მოწვევის პარლამენტში საბჭო ამ დრომდე არ დაკომპლექტებულა.