რომან გოცირიძე – ევროპისა და ამერიკისთვის წყალგამყოფი არის არჩევნები, რომელიც თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება

14:30, 17.06.2024

ევროკავშირის მხრიდან ამა თუ იმ ფორმით სანქციები გარდაუვალია, მაგრამ ევროპისთვის და ამერიკისთვის წყალგამყოფი არჩევნებია. არჩევნები თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება, საუბედუროდ, ქვეყანაც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

რომან გოცირიძემ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ბიძინა ივანიშვილს სანქციები სანატრელი გაუხდება. ამიტომ მთავარი სიგნალია – არჩევნებამდე ოთხი თვე დარჩა და ძალადობას შეეშვით, არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩაატარეთო. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, მერე რა, თუ ამერიკაში არ შეგვიშვებენო, ეს არის დამღა. ეს ნიშანი ექნება 84 დეპუტატს, როგორც მოღალატეებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მსგავსი