რომან გოცირიძე - „ევროპის სახალხო პარტიის“ ორი-სამი ჯგუფის განცხადება არაფერს ნიშნავს, ინიცირებული არაფერია, თუმცა ამას კეთილი საქმისთვის აკეთებენ, საქართველოში ინიცირებული იყო ბოროტი საქმისთვის
რომან გოცირიძე - „ევროპის სახალხო პარტიის“ ორი-სამი ჯგუფის განცხადება არაფერს ნიშნავს, ინიცირებული არაფერია, თუმცა ამას კეთილი საქმისთვის აკეთებენ, საქართველოში ინიცირებული იყო ბოროტი საქმისთვის

„ევროპის სახალხო პარტიაში“ არის 100 000 წევრი, აქედან ორმა-სამმა ჯგუფმა რაღაც განცხადება გააკეთა ან კანადაში რომელიმე დეპუტატს მსგავსი კანონის მიღების იდეა მოუვიდა, ეს არაფერს ნიშნავს, არაფერი ინიცირებული არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძეს კითხვა დაუსვეს „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების წერილზე, სადაც ისინი აღნიშნავენ: „სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი წინასწარი ფინანსური შემოწმება. მეტიც, შეიქმნას ამერიკული FARA-ს ანალოგი“.

როგორც რომან გოცირიძე ამბობს, საქართველოში კანონის ინიცირება ბოროტი საქმისთვის მოხდა.

„ამას აკეთებენ კეთილი საქმისთვის. საქართველოში ამისი ინიცირება იყო ბოროტი საქმისთვის, სხვაობაა, რა არის მიზანი – სიკეთე თუ ბოროტება. აქ მიზანი იყო ბოროტება, იქ ნამდვილი ჯაშუშების დევნაა. 80 წლის წინ ეს კანონი ამერიკაში ფაშისტების წინააღმდეგ მიიღეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძემ უპასუხა კითხვას, რა მოლოდინი აქვს, თუ გაითვალისწინებენ „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრების მოწოდებას და ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ევროპული ანალოგი შეიქმნება.

„არ მგონია, რამე მსგავსი შეიქმნას, მაგრამ თუ შეიქმნება, ის მოემსახურება სიკეთეს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.