რომან გოცირიძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას უცნაურს უწოდებს
რომან გოცირიძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას უცნაურს უწოდებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადება უცნაურია.

გოცირიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები ამბობენ, რომ სააკაშვილს ქვეყანაში დაბრუნებისას კანონმდებლობა არ დაურღვევია, როცა ამ მიმართულებით საქმე არ არის აღძრული.

„ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან კანონმდებლობა დაარღვიაო ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი და საქართველოს ხელისუფლება, ძალოვანი სტრუქტურები ამბობენ, რომ არ დაურღვევიაო.

არ არის აღძრული საქმე და ფაქტობრვად, გაჩუმებული არიან. თუ დაარღვი, რატომ არ არის ეს საკითხი დღის წესრიგში, რატომ არ არის სასამართლოში განხილვა. იმიტომ არ არის, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის გამოჩენაც კი ეშინიათ სასამართლოზე და აგერ კომუნიკაცია შეწყვიტეს. ძალიან შეშინებული არიან“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ონლაინდისკუსიაზე ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ „როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა, რაც ნიშნავს, რომ პასუხისმგებელია ქვეყანაში არალეგალურად შემოსვლაზე“.

მისივე თქმით, სააკაშვილმა მოუწოდა ასობით ათას ადამიანს რუსთაველის გამზირზე გამოსვლისა და ნების გამოხატვისკენ, რაც ხალხმა არ გააკეთა.

დატოვე კომენტარი