რომან გოცირიძე - ეს მოსამართლეები პარლამენტში ცხვირს ვერ შემოყოფენ
რომან გოცირიძე - ეს მოსამართლეები პარლამენტში ცხვირს ვერ შემოყოფენ

ეს მოსამართლეები პარლამენტში ცხვირს ვერ შემოყოფენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უნდა გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება სერიოზული საპროტესტო ტალღა.

„ეს მოსამართლეები აქ ცხვირს ვერ შემოყოფენ. მთელი საზოგადოება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგ არის განწყობილი, სახალხო დამცველით დაწყებული, არასამთავრობო ორგანიზაციებით დასრულებული. ეს მოსამართლეები ძველი „კლანის“ შთამომავლები არიან და ეს სისტემა ინკუბატორივით ჩეკავს თავის მსგავსს ისე, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ. ისინი ემსახურებიან „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებს, წარმოადგენენ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს სასამართლო სისტემაში. ამიტომ, ეს პროცესი უნდა გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებენ სერიოზულ საპროტესტო ტალღას ამ დარბაზში, პარლამენტის მისადგომებთან და იძულებული იქნებიან, ეს მოსამართლეები უკან გაიწვიონ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.