რომან გოცირიძე - ერთადერთი გზა არის შიდაპოლიტიკური დიალოგი და რიგგარეშე არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოყვება ნანგრევებში, რომელსაც თავად ქმნის
რომან გოცირიძე - ერთადერთი გზა არის შიდაპოლიტიკური დიალოგი და რიგგარეშე არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოყვება ნანგრევებში, რომელსაც თავად ქმნის

სასწრაფოდ თუ არ მოხდა პოლიტიკური დიალოგის დაწყება, საქართველო როგორც ქვეყანა, სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მიიღებს სერიოზულ სანქციებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის შიდაპოლიტიკური დიალოგის დაწყება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

„პირადად ბიძინა ივანიშვილი, მისი ქონება და მისი ფინანსები ვერ გადაურჩება საერთაშორისო სანქციებს და ზეწოლებს. ამიტომ კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის შიდაპოლიტიკური დიალოგის დაწყება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. თუ დავაკვირდებით საერთაშორისო ზეწოლას, თუ დავაკვირდებით იმ უმძიმეს ვითარებას, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ კრიზისს, არავითარი სხვა გამოსავალი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მოყვება იმ ნანგრევებში, რომელსაც თავად ქმნის“, – განაცხადა გოცირიძემ.

დატოვე კომენტარი